ზეთი მცენარეული vegetable oil

ზოგადი ინფორმაცია

სიმინდის ზეთი-

დაემატება...

სოჭის ზეთი-

დაემატება...

ქაცვის ზეთი-

 

ქაცვის ზეთის დამზადება

 

ქაცვის ნაყოფი ნარინჯისფრად ან ყვითლად მწიფდება შემოდგომაზე. იგი მდიდარია ვიტამინებით. აქვს მრავალი სამკურნალო თვისება:

 

1. აქვს ჭრილობის შემახორცებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.

2. კურნავს კუჭ-ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს.

3. უხდება გულს, აწესრიგებს წნევას.

 

ქაცვის ზეთის დასამზადებლად ასუფთავებენ 1 კგ კენკრას. რეცხავენ კარგად და ფენენ სუფთა პირსახოცზე. რომ შეშრება, ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში ან წვენსაწურში წურავენ. ღებულობენ 600 გრ-მდე წვენს. ასხამენ მინის ან ემალის ჭურჭელში. მეორე დღეს ზედაპირზე შეგროვდება ზეთი. ფრთხილად მოხდიან ზეთს და ინახავენ ბნელ ადგილას. ეს ზეთი უმაღლესი ხარისხისაა და გამოიყენება სამკურნალოდ. თუ ზეთი არ ჭირდებათ, წვენს ამატებენ შაქარს (1:2) და ინახავენ. გემოვნების მიხედვით აზავებენ წყლითა და სვამენ. განსაკუთრებით სასარგებლოა ადრე გაზაფხულზე გამოფიტული ორგანიზმისათვის.

კვებითი ღირებულებები

ზოგადად 100 გრ ზეთი შეიცავს 900 კალორიას და 99.9 გრ ცხიმს

სასარგებლო თვისებები

ქაცვის ზეთის გამოყენება სამკურნალოდ

 

1. კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს 1 ჩაის კოვზ ქაცვის ზეთს ღებულობენ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში.

2. ქაცვის ზეთს ისვამენ დამწვარზე დღეში რამდენჯერმე. დაზიანებული ადგილი მალე შუშდება. კარგია ჭრილობაზე წასასმელადაც.

3. ქაცვის ზეთს ისვამენ კანის ნებისმიერი გაღიზიანების დროს.

4. ისვამენ ზამთარში დამსკდარ ტუჩებზე, ხელებზე, ქუსლებზე, სახეზე.

5. გრიპის, გაციების ან სხვა ავადმყოფობის დროს მისი წვენი ორგანიზმს აძლევს გამძლეობას.

სხვა

დაემატება...

 

 

 


Content Management Powered by UTF-8 CuteNews