დიეტების შესახებ
სანამ დიეტების გაცნობას დაიწყებდეთ გავეცნოთ ზოგიერთ რჩევებს დიეტის შესახებ
დიეტა-ბერძნული სიტყვაა და[ბერძ.diaita ცხოვრების წესი] ადამიანის კვების გარკვეული რეჟიმს ნიშნავს.
ექიმისგარეშედიეტისდაცვასასურველიარარის
ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის მოსაზრებით, ექიმის გარეშე დიეტის დაცვა სასურველი არ არის.
“ დიეტა ნიშნავს: სწორ, ჯანმრთელ, რაციონალურ, დაბალანსებულ კვებას. თითოეული ადამიანისთვის დიეტა ინდივიდუალურად უნდა იყოს შედგენილი, რიგი კლინიკური - ლაბორატორიული კვლევების ჩატარების საფუძველზე, ვინაიდან არ არსებობს რაიმე უნივერსალური დიეტა, რომელიც ერთნაირი ეფექტურობით დააკლებინებდა წონაში ყველას. მხოლოდ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ჩვენ გადავწყვეტთ თუ რა სახის დიეტა შევადგინოთ და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე რა პრეპარატები დავუნიშნოთ,”
მისივე თქმით, დიეტაში იგულისხმება ყველა კომპონენტი - ცილა, ცხიმი, ნახშირწყლების ჯეროვანი რაოდენობა, რაც ორიენტირებულია და მორგებულია კონკრეტულ პაციენტზე.
ადამიანი მაშინ მიმართავს დიეტას, როცა აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ჭარბი წონა დაავადება არ არის, ეს სიმსუქნის წინარე მდგომარეობაა, ხოლო სიმსუქნე კი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას და საჭიროებს მეთვალყურეობასა და მკურნალობას მთელი სიცოცხლის მანძილზე.
“სიმსუქნის დროს ზიანდება პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემა და მისი მკურნალობის საფუძველია სწორი, ჯანმრთელი კვება და დოზირებული ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ასევე ინდივიდულუარდ უნდა იყოს შედგენილი.” - დასძინა ქეთი ასათიანმა.
“სასურველია, რომ დიეტა გამყარებული იყოს პოლივიტამინით და კალციუმის პრეპარატით. ამიტომაც უნდა იყოს დიეტა ექიმის მიერ შედგენილი. ექიმი ითვალისწინებს იმ მიკრო-მაკრო ელემენტებს, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის.” - აღნიშნა ქეთი ასათიანმა.
სიმსუქნის მქონე პირებმა წონაზე მუდმივი კონტროლი უნდა დააწესონ, რათა არ მოიმატონ, რადგანაც სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და ახასიათებს წონის კლება-მატება.
ერთკვირიანი დიეტა სხეულისა და კანის სილამაზისთვის
თუკი უკმაყოფილო ხართ თქვენი წონით,პრეტენზია გაქვთ
კანისა და თმის მდგომარეობის მიმართ,პრობლემების გადაჭრა ორგანიზმის შინაგანი
ფუნქციების მოწესრიგებით უნდა დაიწყოთ