“გლობალ სტარი” ხარისხის სტანდარტს რძის კომპანიებსაც მიანიჭებს
სასტუმროების და „გესთ ჰაუსების“ შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაცია “გლობალ სტარი” ხარისხის სტანდარტის მინიჭებას რძის პროდუქტების ქართული ბაზრის მოთამაშეებისთვის იწყებს.
”თბილღვინო’’ პროდუქციის გატანას ჩინეთსა და კანადაში აპირებს. მენეჯმენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დაწყებულია და მათი დასრულების შემდეგ, შესაძლოა “თბილღვინოს” ღვინოები ექსპორტზე ჩინეთსა და კანადაში გავიდეს. კომპანია ლონდონის ღვინის გამოფენაშიც მიიღებს მონაწილეობას.
რძის კომპანიები მთავრობასთან მოლაპარაკებას ცდილობენ
რძის მწარმოებელი კომპანიები, რომლებსაც სურსათის
უვნებლობის სამსახურმა კანონის დარღვევის ბრალდება წაუყენა, სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთან მოლაპარაკებებს ცდილობენ.
სურსათის უვნებლობის სამსახურის სკანდალურ კვლევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გაზეთ “ბანკები და ფინანსების” ინფორმაციით, კვლევაში ნათქვამია, რომ რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანია რძის ფხვნილთან ერთად სოიოს მინარევს იყენებს, რაც კანონით აკრძალულია.
“ბარამბო” ახალ პროდუქციას გამოუშვებს. მენეჯმენტის ინფორმაციით, ეს იქნება “ბატონის” ახალი გემოს და ფირმის შოკოლადი. მათივე თქმით, ახალი პორდუქცია უკვე დამზადებულია და ის გაყიდვაში უახლოეს Dდღეებში ჩაეშვება.
“ღვინის კლუბის“ მიერ კომპანია “ემ ჯგუფის“ ხელშეწყობით მოწყობილ “საფერავების“ დეგუსტაციაში “შუხმანის ღვინოებმა“ გაიმარჯვა. შემდეგ ადგილებზე გავიდნენ “ხარება“, “თელავის ღვინის მარანი“, “ენისელი“ და “ქინძმარაულის მარანი“.
მთავრობა ქართული ღვინისთვის ალტერნატიული ბაზრების მოძიებას განაგრძობს. ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ბელორუსში იმყოფება. უკვე ცნობილია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ამ ქვეყანაშიც განხორციელდება.
კახეთში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნება.ღონისძიებას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე პეტრე კიკნაძე, აგრეთვე ათასწლეულის ფონდის, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები.
დღეს, 26 იანვარს, ბათუმში კომპანია "აგროექსპორტის" ციტრუსის დამხარისხებელი და შემფუთავი საწარმო გაიხსნა, რომელიც ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 50 ათასი აშშ დოლარით დაფინანსთა.
ღვინის მცირე კომპანიებისთვის 2009 წელი მძიმე გამოდგა
ღვინის ქართულ ბაზარზე არსებული შედარებით მცირე კომპანიებისთვის 2009 წელი მძიმე გამოდგა. “სურეთის ღვინის მარანში“ აცხადებენ, რომ 2009 წელი მათი კომპანიისთვის ზარალიანი იყო. წლის განმავლობაში კომპანიაში გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 15-20%-ით შემცირდა.
გაამართლა თუ არა კრიზისულ 2009 წელს ახლადწამოწყებულმა ბიზნესებმა? რუსული “ვიმ ბილ დანის“ შვილობილი ქართულ “ვიმ ბილ დან ჯორჯიაში“ აცხადებენ, ბაზარზე მათი პროდუქციის გამოჩენამ გაამართლა. მენეჯმენტის განმარტებით, საქართველოში პროდუქციის წარმოების დაწყების დღიდან დღემდე მომხმარებლის აქტიურობა ნამდვილად შეინიშნება.
ხორცპროდუქტების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია "ნიკორას“ ახალი წლის დღეებში გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით გაეზარდა. მომხმარებელი ძირითადად 30-31 დეკემბერს აქტიურობდა, განსაკუთრებული მოთხოვნა კი კომპანიის მიერ შეთავაზებულ ახალ პროდუქტზე - საიუბილეო ძეხვეულზე იყო.
ღვინის კომპანია “რაჭულ ღვინოში” აცხადებენ, რომ ახალი წლის დღეებში მათი პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. განსაკუთრებული აქტიურობა კი მომხმარებლის მხრიდან 25 დეკემბრიდან შეინიშნებოდა.
ღვინის ქართული კომპანიების ნაწილი 2009 წელს დადებითად აფასებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ 2006 წლის შემდეგ მიმდინარე წელი ყველაზე მძიმე იყო. "თელიანი ველისთვის“ წელი წარმატებული გამოდგა, კომპანიამ 2009 წელს 2 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა.
2009 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 10 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 15 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინო ექსპორტზე 46 ქვეყანაში გაიგზავნა. პროდუქციის დიდი ნაწილი უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ამერიკაში, პოლონეთში, ლატვიაში, გერმანიასა და ისრაელში გადაიტვირთა.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ერთობლივ ღვინოს უშვებენ
სამი ქვეყნის მეღვინეების მიერ დამზადებული კავკასიური ღვინო 2010 წლიდან გამოვა ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მეღვინეები "კავკაზსკი ბუკეტის" ბრენდით მომავალ წელს ღვინოს გამოუშვებენ, რომელიც კავკასიის ქვეყნებისა და ევროპის ბაზარზე გაიყიდება. ღვინის წარმოების იდეა სომხეთის ქალაქ გიუმრის განვითარების ფონდს ეკუთვნის. პროექტში საქართველოდან და სომხეთიდან ღვინის ექვსი კომპანიაა ჩართული, აზერბაიჯანიდან კი - ხუთი.