1835 წელს ალექსანდრე დიუმა წერდა, რომ პიცა -ეს ეს იტალიელთა სიბრძნისა და მოხერხებულობის ერთგვარი ნაზავია - ცალ-ცალკე პურის პატარა ნაჭრით, პამიდვრით, ნივრით, ზეთითა და მომცრო თევზით, ადამიანი ვერ დანაყრდება, მაგრამ ამ ყველაფერს თუ ერთად მოუყრი თავს, დანაყრდები კიდეც და დიდ სიამოვნებასაც მიიღებ. იყო დრო, როცა მას ამრეზით უყურებდნენ და ღარიბთა საჭმელს უწოდებდნენ. მართლაც, ნეაპოლელი გლეხების იდეას, წინა დღით მორჩენილი ნასუფრალი ცომთან ერთად გამოეცხოთ - დიდი დრო დასჭირდა არისტოკრატთა აღიარებამდე, მაგრამ ეს მოლოდინი ნამდვილად ღირდა, დღეს პიცა ალბათ ყველაზე ცნობილი და პოპულარული საჭმელია დედამიწის ზურგზე.
ამბობენ, რომ შორეულ 1772 წელს სიცილიის მეფეს ფერდინანდ I-მა არად ჩააგდო საკუთარი წარმომავლობა და სახელგანთქმულ ნეაპოლელ პიცაიოლას, ანტონიო ტესტას ეწვია. მეფე გააოგნა პიცის მრავალფეროვნებამ და მისი მომზადების უზადო ტექნიკამ, მაგრამ დედოფალი, ტრადიციულად თვლიდა რა პიცას მდაბიოთა საჭმელად, წინ აღუდგა მეფეს და ამგვარად, ამ კერძის სამეფო კარზე მოხვედრის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. გავიდა წლები და ფერიდიანდ II-მ, რომელიც მისი წინაპარივით გურმანი გახლდათ, სამეფო კარისა და პიცის დაპირისპირება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
გასული საუკუნეების ამ იტალიური ისტორიებით სულჩადგული ადგილი თბილსში რესტორანი-პიცერია პანტასტიკოა. ადგილი სადაც ნამდვილი პიცის დაგემოვნება შეიძლება.
იტალიელი სპეციალისტების გადამზადებელი პოფესიონალი მზარეულები მომზადების ზუსტი წესით მრავალფეროვანი სახეობის პიცებს და სხვა კერძებს ამზადებენ. პიცის მომზადებისას რეცეპტის შესაბამისი, საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტები გამოიყენება.
დღესდღეობით პიცის უამრავი ნაირსახეობა არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე ცნობილია „მარგარიტა“, რომელიც, გადმოცემით იტალიის მეფე უმბერტო I-ის მეუღლის, დედოფალ მარგარიტას საპატივცემულოდ შეიქმნა და იტალიის დროშის მსგავსად წითელ(პამიდორი), თეთრ(ყველის) და მწვანე(ბაზილიკი) ფერებში იყო გადაწყვეტილი. უამრავი საფირმო პიცასთან ერთად სწორედ ეს ყველაზე სახელგანთქმული „მარგარიტა“ შეგიძლით დააგემოვნოთ, რომელიც ერთერთია საფირმო პიცებს შორის
|