კვება - ყვეაფერი კვების შესახებ
კვება - ყვეაფერი კვების შესახებ
 
     
            სასარგებლო ინფორმაცია
   ახალი ამბები
   რეცეპტები
   კვების პროდუქტები
   საბაზრო ფასები
   რჩევები
   დიეტები
   ექსკლუზივი დესერტად
   კანონმდებლობა
   ფორუმი
     
            კვების ობიექტები
   რესტორნები
   კაფე–ბარები
   სახინკლეები
   სახაჭაპურეები
   პიცერიები
   სწრაფი კვება
   კატერინგი
   სხვა
     
            ჩვენს შესახებ
   კონტაქტი
   რეკლამა
   რეიტინგში მონაწილეობა
   პარტნიორობა
   
   
kveba.ge 2008 © All rights reserved
 


ვებ-საიტი www.kveba.ge.-ის ინიციატივით საქართველოში პირველად შოკოლადის საერთაშორისო დღე აღინიშნა. რესტორან “თიფლის ვერანდა”-ში ცნობილი ადამიანები, თბილისის მერიის, მედიისა და შოკოლადის მწარმოებელი ფირმების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
შოკოლდის საერთაშორისო დღის სპონსორები გახლდათ კომპანიები : ”ტკბილი ქვეყანა”, ”ბაგრატიონი” , ”სანდორა”, ”ნემიროვი”, ”გურჯაანის ნაყინი” და რესტორანი ”თიფლის ვერანდა”
ღინისძიების მიზანი საქართველოში დამზადებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციაა. 11 ივლისს კი კიდევ ერთხელ წაროჩინდნენ და შოკოლადით გაფორმებული ტორტბი წარმოადგინეს თბილისის ყველაზე სანდო და ხარისხით გამორჩეულმა  საკონდიტროებმა “ბელამ”, “ითიმ”, “პანეტერიამ”, “ჩერიმ” და კომპანია “ტკბილმა ქვეყანამ”


ფესტივალი საიტის დამფუძნებელმა გიორგი ბეგაძემ, თბილისის მერის მოადგილესთან, ნიკო ხაჩირიშვილთან ერთად გახსნა. ხაჩირიშვილმა ეს დღე ტკბილეულის ყველა მოყვარულს მიულოცა.“დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს 11 ივლისის აღნიშვნა უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში მონაწილეობას უფრო მეტი კომპანია მიიღებს”, განაცხადახაჩირიშვილმა.

საიტის დამბუძნებელმა ისაუბრა საიტის მიზნებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების პოპუპარიზაცია, სანდო და ხარისხიანი საკვები პროდუქციის წარმოჩენა.

მომხმარებელი ჯანსაღი კვების ძიებაშია, ხოლო საკვები პროდუქციის მწარმოებელი, იმპორტიორი ცდილობს, უფრო სრული ინფორმაცია მიიტანოს მომხმარებელთან თავისი საკვები პროდუციის შესახებ. სწორედ მომხმარებლის და საკვები პროდუქციის მწარმოებლების შეხვედრის ადგილია საიტი www.kveba.ge. საიტის მიერ, ამ დღის ორგანიზებით დღეს ყველა საკონდიტროს მიეცა შესაძლებლობა წარმოეჩინა თავის პროდუქცია და მედია სივრცეში კიდევ ერთხელ გამორჩეულად გაჟღერებულიყო მათი კომპანიის სახელი. ხოლო ღონისძიების სპონსორებმა თავისი მხარდაჭერით, მხარი დაუჭირეს ჯანსაღ კვებას, ხარისხის და სანდო პროდუქციის პოპულარიზაციას.

 

ტკბილი ქვეყანა

პანეტერია

ბელა

ჩერი

ითი

 

 
მთავარი გვერდი კონტაქტი